ინკოტერმები

EXW Ex Works (ფრანკო-ქარხანა)

“Ex Works” („ფრანკო-ქარხანა“) ნიშნავს, რომ გამყიდველი მყიდველს საქონელს აწვდის, თავისივე ფართიდან  (ქარხანა, ფაბრიკა, საწყობი და ა.შ.). გამყიდველს არ მოეთხოვება ამ საქონლის ჩატვირთვა შემგროვებელ სატრანსპორტო საშუალებაში და არც ამ საქონლის განბაჟება ექსპორტისათვის, თუ ამგვარი რამ კანონით არ მოითხოვება

FCA Free Carrier (ფრანკო-გადამზიდავი)

“Free Carrier” („ფრანკო-გადამზიდავი“) ნიშნავს, რომ გამყიდველი მყიდველის მითითების საფუძველზე, საქონელს აწვდის გადამზიდავს ან სხვა პირს, თავისივე ფართიდან, ან მყიდველის მიერ მითითებულ ადგილზე. მხარეებმა აუცილებლად, რაც შეიძლება გარკვევით, უნდა მიუთითონ დასახელებული მიწოდების ადგილის პუნქტი, რადგან ამ პუნქტში ყოველგვარი რისკი მყიდველზე გადადის

 CPT Carriage Paid To (მოწოდება გადახდილია -მდე)

“Carriage Paid To” („მოწოდება გადახდილია -მდე“) ნიშნავს, რომ გამყიდველი საქონელს აწვდის გადამზიდავს ან სხვა პირს, რომელსაც მიუთითებს მყიდველი, შეთანხმებულ ადგილზე (თუ მხარეებს შეთანხმებული აქვთ ასეთი ადგილი) და რომ გამყიდველმა უნდა შეათანხმოს და გადაიხადოს გადაზიდვის ხარჯები, რომლებიც საჭიროა საქონლის მითითებული დანიშნულების ადგილზე მისატანად

 CIP Carriage And Insurance Paid To (მოწოდება და დაზღვევა გადახდილია -მდე)

“Carriage and Insurance Paid to” („მოწოდება და დაზღვევა გადახდილია -მდე“) ნიშნავს, რომ გამყიდველი საქონელს აწვდის გადამზიდავს ან სხვა პირს, რომელსაც მიუთითებს გამყიდველი, შეთანხმებულ ადგილზე (თუ მხარეებს შეთანხმებული აქვთ ასეთი ადგილი) და რომ გამყიდველმა უნდა შეათანხმოს და გადაიხადოს გადაზიდვის ხარჯები, რომლებიც საჭიროა საქონლის მითითებული დანიშნულების ადგილზე მისატანად

გამყიდველი, ასევე, ათანხმებს მყიდველის რისკის დაზღვევას გადაზიდვის დროს საქონლის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევისთვის. მყიდველმა უნდა გაითვალისწინოს, რომ პირობის შემთხვევაში გამყიდველს დაზღვევა მხოლოდ მინიმალური დაფარვით მოეთხოვება. თუ მყიდველს მეტი სადაზღვევო დაცვა სურს, მან რაც შეიძლება გარკვევით უნდა შეათანხმოს ეს გამყიდველთან, ან თავად უნდა მიიღოს დამატებითი სადაზღვევო ზომები

DAT Delivered At Terminal (მოწოდება ტერმინალამდე)

“Delivered at Terminal” („მოწოდება ტერმინალამდე“) ნიშნავს, რომ გამყიდველი მიწოდებას ახორციელებს, როცა სატრანსპორტო საშუალებიდან გადმოტვირთული საქონელი განთავსებულია დანიშნულების პორტის ან პუნქტის დასახელებულ ტერმინალში. "ტერმინალი" გულისხმობს ნებისმიერ გადახურულ ან გადაუხურავ ადგილს, როგორიცაა მაგალითად: ნავმისადგომი, საწყობი, კონტეინერების სადგური ან გზა, რკინიგზის ან საჰაერო ტვირთის ტერმინალი. გამყიდველი კისრულობს საქონლის ტერმინალში მიწოდებას და გადმოტვირთვის ხარჯებს დანიშნულების დასახელებულ პორტში ან პუნქტში 

 DAP Delivered At Place (მოწოდება ადგილამდე)

“Delivered at Place” ნიშნავს, რომ გამყიდველი საქონელს აწვდის, როდესაც ამ საქონელს მყიდველის განკარგულებაში განათავსებს ჩამოსულ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც მზადაა გადმოსატვირთად დასახელებული დანიშნულების ადგილზე. გამყიდველი პასუხს აგებს ყველა იმ რისკზე, რომელიც შეიძლება წარმოიქმნას საქონლის მოწოდებისას დასახელებულ ადგილზე

 DDP Delivered Duty Paid (მოწოდება გადახდილი ბაჟით) 

“Delivered Duty Paid” („მოწოდება გადახდილი ბაჟით“) ნიშნავს, რომ გამყიდველი საქონელს აწვდის, როდესაც ამ საქონელს მყიდველის განკარგულებაში განათავსებს, იმპორტისთვის განკუთვნილი გადასახადების გადახდით, ჩამოსულ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც მზადაა გადმოსატვირთად დასახელებული დანიშნულების ადგილზე. გამყიდველი პასუხს აგებს ყველა ხარჯსა და რისკზე, რომელიც შეიძლება წარმოიქმნას საქონლის მოწოდებისას დასახელებულ ადგილამდე და ვალდებულია, განაბაჟოს ეს საქონელი არა მარტო ექსპორტის, არამედ, ასევე, იმპორტისათვის, გადაიხადოს ყოველგვარი მოსაკრებელი როგორც ექსპორტის, ისე იმპორტისთვის და შეასრულოს ყოველგვარი საბაჟო პროცედურა

FAS Free Alongside Ship (ფრანკო-გემის ბორტის გასწვრივ)

“Free Alongside Ship” („ფრანკო-გემის ბორტის გასწვრივ“) ნიშნავს, რომ გამყიდველი მყიდველს საქონელს აწვდის, მყიდველის მიერ დასახელებულ პორტში ხომალდის გასწვრივ (მაგ.: ნასადგურში ან ბარჟაზე). საქონლის დაკარგვის ან დაზიანების რისკი მყიდველზე მას შემდეგ გადადის, რაც გამყიდველი დაასრულებს გემის გასწვრივ მიწოდებას. ამ მომენტიდან ყველა ხარჯი და რისკი მყიდველის ვალდებულებაა

FOB Free On Board (ფრანკო-ბორტი)

“Free On Board” („ფრანკო-ბორტი“) ნიშნავს, რომ გამყიდველი საქონელს აწვდის მყიდველის მიერ დასახელებული ხომალდის ბორტზე, ტრანსპორტირების მითითებულ პორტში ან უზრუნველყოფს უკვე ამგვარად მოწოდებულ საქონელს. საქონლის დაკარგვის ან დაზიანების რისკი გადადის, როდესაც ეს საქონელი ხომალდის ბორტზეა და უკვე ამ მომენტიდან ყოველგვარ ხარჯს გასწევს მყიდველი

CFR Cost and Freight (ღირებულება და ფრახტი)

“Cost and Freight” („ღირებულება და ფრახტი“) ნიშნავს, რომ გამყიდველი საქონელს აწვდის ხომალდის ბორტზე ან უზრუნველყოფს უკვე ამგვარად მოწოდებულ საქონელს. საქონლის დაკარგვის ან დაზიანების რისკი გადადის, როდესაც ეს საქონელი ხომალდის ბორტზეა. გამყიდველი ათანხმებს და იხდის ყოველგვარ ხარჯებსა და ფრახტს, რომელიც აუცილებელია საქონლის მოსაწოდებლად დანიშნულების დასახელებულ პუნქტში

CIF Cost, Insurance and Freight (ღირებულება, დაზღვევა და ფრახტი გადახდილია)

“Cost, Insurance and Freight” („ღირებულება, დაზღვევა და ფრახტი“) ნიშნავს, რომ გამყიდველი საქონელს აწვდის ხომალდის ბორტზე ან უზრუნველყოფს უკვე ამგვარად მოწოდებულ საქონელს. საქონლის დაკარგვის ან დაზიანების რისკი გადადის, როდესაც ეს საქონელი ხომალდის ბორტზეა. გამყიდველი ათანხმებს და იხდის ყოველგვარ ხარჯებსა და ფრახტს, რომელიც აუცილებელია საქონლის მოსაწოდებლად დანიშნულების დასახელებულ პუნქტში